ჩოგბურთი

20:01 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაიერის პირველი ტიტული

27 წლის არგენტინელმა ლეონარდო მაიერმა საჩოგბურთო პროფესიული კარიერის პირველი ტიტული ჰამბურგში მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგსიის 46-ე ნომერმა პატაგონიელმა დღეს გადამწყვეტ მატჩში კლასიფიკაციაში მეშვიდე ადგილზე მყოფ 32 წლის ესპანელ დავიდ ფერერს 6:7, 6:1, 7:6 მოუგო.

ჰამბურგის ფინალი 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მაიერმა 5 ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა. მაიერი და ფერერი დღეს მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და მათი დაპირისპირების ანგარიში საყაიმო გახდა. ჰამბურგის შეჯიბრების მოგების შედეგად ლეონარდო მაიერი 500 სარეიტინგო ქულას და 272300 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, წლეულს მაიერმა ჩილეს ვინია დელ მარის ტურნირის ფინალში ითამაშა და ტიტულისთვის მატჩი წააგო.

0.110226