ფრანგი ჩოგბურთელი რიშარ გასკე განაგრძობს წარმატებულ სვლას მაიამის მასტერსზე. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე 26 წლის სპორტსმენმა ორ სეტში გამოთიშა ასპარეზობას მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ჩეხი ტომაშ ბერდიხი - 6:3, 6:3.
მატჩი 1 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რიშარმა ორჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება, ტომაშს კი ორი ბრეკპოინტი ქონდა, თუმცა ვერცერთის რეალიზება შეძლო. გასკემ მატჩი 2 ეისით და ერთი ორმაგი შეცდომით დაასრულა, ბერდიხი კი 5 ეისის წილ ორჯერ შეცდა ჩაწოდებაზე.
ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ფრანგი ჩოგბურთელი ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე ასპარეზობას ხორვატი მარინ ჩილიჩი გამოთიშა - 6:4, 6:3.