კალათბურთი

21:32 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამიმ" საკლუბო რეკორდი გაიმეორა

"მაიამი ჰიტმა" რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში "ნიუ იორკი" 99:93 დაამარცხა და ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 14-მდე აიყვანა. ამ წარმატებით ფლორიდელებმა  საკლუბო რეკორდი გაიმეორეს, რომელიც 2004-05 წლებში დამყარდა - იტყობინება ESPN.
ახალი რეკორდის დასამყარებლად "ჰიტის" კალათბურთელებმა ხვალ დილას უნდა დაამარცხონ ტრავმებისაგან დასუსტებული "მინესოტა".
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილი გუნდი 43 მოგებითა და 14 მარცხით დამაჯერებლად ლიდერობს საკუთარ სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონს და აღმოსავლეთ კონფერენციას.

0.122871