კალათბურთი

20:58 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი" "ნიქსთან" დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება

საინფორმაციო სააგენტო Sun Sentinel-ის ჟურნალისტ აირ ვინდერმანის ინფორმაციით, "მაიამი" ხვალ დილას American Airlines Arena-ზე "ნიუ იორკთან" გასამართ მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება. მოქმედ ჩემპიონთა შორის, სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მარიო ჩელმერსი, ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი.

ჯეიმსმა "ნიუ ორლეანთან" დაპირისპირების მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის მცირე ტრავმა მიიღო, უეიდმა "ჩიკაგოსთან" წაგებულ მატჩში ტერფის დაზიანება მიიღო, ანალოგიური ტრავმა აწუხებს მარიო ჩელმერსსაც.

 

0.117097