თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, დაიწყო პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის “ვარსკვლავთა ტურნირი” ქალ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც ორი ქართველი - მაია ჩიბურდანიძე (მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი) და ნანა ძაგნიძე (ოლიმპიური ჩემპიონი) - მონაწილეობს. დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა მაია ჩიბურდანიძისთვის, რომელმაც ჯერ, შავი ფიგურებით იმარჯვა აზერბაიჯანელ ზეინაბ მამედიაროვასთან, ხოლო მე-2 ტურში, თეთრი ფიგურებით, ლიტველ ვიქტორია ჩმილიტეს სძლია.
რაც შეეხება ნანა ძაგნიძეს, მან პირველ ტურში შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა რუს ნადეჟდა კოსინცევასთან, ხოლო მე-2 ტურში, თეთრი ფიგურებით, შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა.
I ტური:
ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0.5:0.5 ნანა ძაგნიძე (საქართველო)
ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 1:0 ანა ზატონსკიხი (აშშ)
ზეინაბ მამედაროვა (აზერბაიჯანი) 0:1 მაია ჩიბურდანიძე (საქართველო)
ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) 0:1 ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
კატერინა ლაჰნო (უკრაინა) 1:0 ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0:1 პია კრამლინგი (შვედეთი)
II ტური:
ძაგნიძე 0:1 კრამლინგი
კოსტენიუკი 1:0 ტატიანა კოსინცევა
სტეფანოვა 0:1 ლაჰნო
ჩიბურდანიძე 1:0 ჩმილიტე
ზატონსკიხი 1:0 მამედაროვა
ნადეჟდა კოსინცევა 0:1 მუზიჩუკი
სატურნირო მდგომარეობა: მუზიჩუკი, ჩიბურდანიძე, ლაჰნო, კრამლინგი 2-2, ზატონსკიხი, სტეფანოვა, კოსტენიუკი 1-1, ნადეჟდა კოსინცევა, ძაგნიძე 0,5-0,5, მამედიაროვა, ჩმილიტე, ტატიანა კოსინცევა 0-0.