ფეხბურთი

14:17 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაღრაძემ ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო

კვიპროსის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “ერმისი”, რომლის ღირსებასაც ლევან მაღრაძე იცავს, სტუმრად “აპოლონთან” 1:2 დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა 44-ეზე გაათანაბრეს. “აპოლონმა” გამარჯვების გოლი ძირითადი დროს დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიტანა.

36 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე გააფრთხილეს. “ერმისი” “აპოლონს” 9 აპრილს უმასპინძლებს.

0.109495