ფეხბურთი

16:15 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაგათს ბოლო შანსი აქვს

 

ლონდონის “ფულემის” თავკაცი, ფელიქს მაგათი, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, კლუბის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება – იუწყება Daily Telegraph–ი.


მიუხედავად ჩემპიონშიფში გავარდნისა, გერმანელ სპეციალისტს “კოტეჯების” ხემძღვანელები ენდნენ და ხელშეკრულება არ გაუწყვიტეს. მაგათს მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახეს, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაფერი საპირისპიროდ მიდის. ლონდონურმა კლუბმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა წააგო და უკანასკნელ ადგილზე გადაინაცვლა.

შაბათს “ფულემი” “დერბი ქაუნთისთან” საგარეო მატჩში შერცხვა (5:1). იმ შემთხვევაში თუ, ლონდონელები მომდევნო ტურში “კარდიფს” ვერ მოუგებენ, მაგათი “ფულემის” მწვრთნელი აღარ იქნება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.113359