28 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ედვიგეს მადურო კარიერას ბერძნულ პაოკ-ში განაგრძობს.
მადურო, აქამდე, “სევილიაში” თამაშობდა. ანდალუსიურ გუნდში ის 2012 წელს, “ვალენსიადან” გადავიდა. 2012-13 წლების სეზონში ჰოლანდიელს მოედანზე რეგულარულად ვხედავდით, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას ერთხელაც არ უთამაშია, რაც კლუბის გამოცვლის მიზეზი გახდა.
პაოკ-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მადურომ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები და პირადი ხელშეკრულების პირობები არ ხმაურდება.