ფეხბურთი

3:44 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული ზავი „ვისენტე კალდერონზე“

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ვისენტე კალდერონზე“ ჩატარდა, სადაც მადრიდის „ატლეტიკომ“ თანაქალაქელ „რეალს“ უმასპინძლა. „სამეფო კლუბისთვის“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდმა საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხა.

მე-3 წუთზე, ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ ბურთს კარიმ ბენზემა გამოეხმაურა და სტუმრები დააწინაურა. დიეგო სიმეონეს გუნდი არ გატყდა და ძალების მობილიზება მოახერხა, რამაც შედეგი მალევე მოიტანა - არდა თურანმა დასარტყმელ პოზიციაზე კოკე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი, წონასწორობა აღადგინა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა გაბიმ შორი დისტანციიდან გაისროლა და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. საუბარი მეკარის შეცდომაზე ნამდვილად შეიძლება.

მეორე ტაიმში, სათამაშო უპირატესობას „რეალი“ დაეუფლა და ეს მოსალოდნელიც იყო. სტუმრებს გარჯა 82-ე წუთზე დაუფასდათ - კრიშტიანუ რონალდუს ზუსტმა დარტყმამ ანჩელოტის გუნდი მარცხისგან იხსნა და ქულა გადაურჩინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურენტი კლუბების წაფორთხილებით ისარგებლა „ბარსელონამ“, რომელსაც თავის მოედანზე „ალმერიას“ დამარცხება დიდად არ გასჭირვებია. მით უფრო, რომ ხერარდო მარტინოს გუნდმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხა - მეკარემ სესკ ფაბრეგასის დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მყოფი ალექსის სანჩესის წინაშე უძლური აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში, კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და მასპინძლებს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

27-ე წუთზე, სტუმრებმა ანხელ ტრუხილიოს თავურით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს და მატჩს გარკვეული ინტრიგაც დაუბრუნეს, მაგრამ მასპინძელები თამაშს აკონტროლებდნენ და ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დამდგარან. მატჩის მიწურულს, „ბარსელონას“ ვეტერანებმა - კარლეს პუიოლმა და ჩავიმ იხეირეს, რითაც სტუმრებს მცირეოდენი იმედი საბოლოოდ გადაუწურეს - 4:1.

სენსაცია დაფიქსირდა „კამპ დე ვალიეკასზე“, სადაც „რაიო ვალიეკანომ“ „ვალენსია“ უქულოდ გაისტუმრა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მადრიდელები ხოაკინ ლარივეიმ დააწინაურა, რაც 3 ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა - „რაიომ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 54600

ატლეტიკო - რეალი 2:2 (2:1) 

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, გარსია, თურანი (როდრიგესი 83), კოკე, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, არბელოა (კარვახალი 71), კოენტრაუ (მარსელო 59), ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (ისკო 72), რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 ბენზემა (3), 1:1 კოკე (28), 2:1 გაბი (45), 2:2 რონალდუ (82)

გაფრთხილება: თურანი (11), გოდინი (39), კოსტა (64) - პეპე (39), არბელოა (67)

კარში დარტყმა: 11 (4) – 15 (6) ჯარიმა: 17 - 10 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 4 – 2

 

ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 19000

ვილიარეალი - ბეტისი 1:1 (0:0)

ვილიარეალი: ასენხო, იოკიჩი, გასპარი, პაულისტა, პანტიჩი (ტრიხეროსი 67), სორიანო, პინა, გომესი, პერბე (ოლივერი 46), დოს სანტოსი, ლეივა (უჩე 46).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ბეტისი: ადანი, ამაია, ფიგერასი, დიდაკი, ნ’დაიე, სევილია, მაბვატი, ნონო (როდრიგესი 83), ხუანფრანი (გარსია 76), კასტრო, ბაპტისტაუ (ჩიკა 57).

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

გოლი: 1:0 სორიანო (71პ.), 1:1 კასტრო (85)

გაფრთხილება: უჩე (63) - დიდაკი (45), სევილია (53), ამაია (68), ჩიკა (70)

გაძევება: უჩე (80)

კარში დარტყმა: 4 (3) – 11 (3) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 7 - 8 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 2

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 30000

სევილია - სოსიედადი 1:0 (0:0)

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კარიზუ (გამეირო 73), კოკე, ფიგეირაში, მორენო, ტროხოვსკი (კრისტოფორო 46), რაკიტიჩი, რეიესი (ფერნანდესი 69), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი (აგირეჩე 80), ანხელი, ი.მარტინესი, სალდუა, ელუსტონდო, სურუტუსა (პარდო 46), ბერგარა, კანალესი (პრიეტო 69), გრიზმანი, ველა.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

გოლი: 1:0 გამეირო (77)

გაფრთხილება: ფასიო (53), მორენო (90) - სალდუა (8), ანხელი (56), ი.მარტინესი (60), გრიზმანი (67)

კარში დარტყმა: 10 (5) – 11 (3) ჯარიმა: 15 - 10 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 3 – 4

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 59000

ბარსელონა - ალმერია 4:1 (2:1)

ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი, ალვესი, ადრიანო, მასკერანო, ფაბრეგასი (ინიესტა 79), ბუსკეტსი, ჩავი, მესი, სანჩესი (პედრო 73), ნეიმარი (ტელიო 88).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, კორონა (ტებარი 72), ვერსა, აზისი (სუსო 79), ვიდალი, ზონგო, როდრი (ბარბოსა 62).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 სანჩესი (9), 2:0 მესი (24), 2:1 ტრუხილიო (27), 3:1 პუიოლი (83), 4:1 ჩავი (89)

გაფრთხილება: ადრიანო (25) - აზისი (17), კორონა (23), ვერსა (81), ტებარი (86)

კარში დარტყმა: 29 (11) – 6 (3) ჯარიმა: 8 - 12 კუთხური: 13 - 4 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 75% - 25% სეივი: 2 – 7

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10000

რაიო - ვალენსია 1:0 (0:0)

რაიო: რუბენი, კაშტრუ, რაცი, ტიტო (არბილია 59), ხალვესი, ტრასორასი, საული, ფალკე, ლარივეი (ლონგო 74), ბუენო, როჩინა (ბაენა 87).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ვალენსია: ალვესი, სენდეროსი, მატიე, ბარაგანი, კეიტა, ფეგული, ბერნატი, პორტუ (არაუჟო 70), მიჩელი (ჟონასი 57), ვარგასი (პერეირა 86), ალკასერი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გოლი: 1:0 ლარივეი (60)

გაფრთხილება: ტიტო (19), საული (49), ტრასორასი (82) - პორტუ (330, ბარაგანი (62)

გაძევება: ბარაგანი (76)

კარში დარტყმა: 17 (3) – 11 (1) ჯარიმა: 19 - 16 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 1 – 2

0.168912