ფეხბურთი

3:59 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდულ დერბიში გამარჯვება „რეალისაა“

მადრიდულმა დერბიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის ზედა სამეული თითქმის გამოავლინა. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდება, მე–2 ადგილს „რეალი“ დაიკავებს, მე–3 კი, „ატლეტიკო“ იქნება.

„ვისენტე კალდერონზე“, ტურის ცენტრალურ მატჩში, „ატლეტიკომ“ „რეალს“ უმასპინძლა და მატჩი საკმაოდ კარგადაც დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. მატჩის დებიუტში, დიეგო გოდინის ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელთა მთავარმეგოლემ – რადამელ ფალკაომ დაჰკრა თავი და „ატლეტიკო“ დააწინაურა. რამდენიმე წუთში, ხუანფრანის წარუმატებელი თამაშის წყალობით, ანგარიში გათანაბრდა – ესპანელმა ანხელ დი მარიას ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში, „რეალმა“ აქტიურად შეუტია და საწადელსაც მიაღწია – დი მარიამ კარიმ ბენზემას დაუფასა პასი და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მასპინძელთა კარში – 1:2.

უკანასკნელ პერიოდში, კატალონიის „ბარსელონა“ გასვლით მატჩებს არცთუ შედეგიანად ატარებს და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა. მართალია, „ბლაუგრანა“ 3 ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ „ბილბაომ“ მაინც შეძლო ქულის გადარჩენა.

27–ე წუთზე, მარკელ სუსაეტამ ბასკების სწრაფი იერიში გოლით დაასრულა და კატალონიელებს საფიქრალი გაუჩინა. მეორე ტაიმში, კატალონიელთა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ თამაშში ნახევრადჯანმრთელი ლიონელ მესი ჩართო, რომლის გამოსვლამაც თამაში მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. 67–ე წუთზე, არგენტინელმა ბრწყინვალე სოლო რეიდი განახორციელა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში მოათავსა ბურთი – 1:1.

ორიოდ წუთში, ალექსის სანჩესს მესისგან მიუვიდა ბურთი და თავისი შანსი გამოიყენა – 1:2. მატჩს უკანასკნელ წუთებში, ბილბაოელებმა მაინც მოახერხეს ძალების გამონახვა და ანდერ ერერას გოლის წყალობით ქულაც დასტყუეს კატალონიელებს – 2:2.

რაც შეეხება დღის დანარჩენ მატჩებს, „ლევანტე“ საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ვიგოს „სელტასთან“, „სარაგოსამ“ კი, „მალიორკას“ 3:2 სძლია.

 

ბილბაო. „სან მამესი“. 40100

ბილბაო – ბარსელონა 2:2 (1:0)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე (რამალიო 70), ორტენეჩე (გომესი 74), ეკისა, გურპეგი, ერერა, დე მარკოსი, სუსაეტა, ადურისი (ლიორენტე 74), მუნიაინი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

ბარსელონა: ვალდესი, აბიდალი (ადრიანო 46), ალვესი, პიკე, ალბა, ფაბრეგასი, ჩავი (მესი 59), სონგი, ტიაგო, სანჩესი (ინიესტა 78), პედრო.

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

გოლები: 1:0 სუსაეტა (27), 1:1 მესი (67), 1:2 სანჩესი (70), 2:2 ერერა (90)

გაფრთხილებები: ერერა (40), გურპეგი (86), დე მარკოსი (90) – ფაბრეგასი (35), ადრიანო (55)

არში დარტყმა: 5 (4) – 10 (7) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 2 - 1 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57%

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“.

ლევანტე – სელტა 0:1 (0:1)

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი, ლოპესი, ბარკერო, ელ–ზჰარი (რიოსი 78), იბორა, გარსია (მარტი 46), მიჩელი (სიმანი 46), აკვაფრესკა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

სელტა: ვარასი, ლაგო, ტუნიესი, ხონი (კაბრალი 72), ვილა, იუბინია, ლოპესი (ბერმეხო 78), კრონ–დელი, ფერნანდესი, ინსა (მადინდა 58), ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლი: 0:1 ფერნანდესი (20)

გაფრთხილებები: ნავარო (27), ლოპესი (85) – ინსა (25), ასპასი (49), ხონი (55), ლაგო (73), კრონ–დელი (87)

არში დარტყმა: 7 (2) – 9 (5) ჯარიმა: 16 - 12 კუთხური: 10 - 3 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52%

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 54000

ატლეტიკო – რეალი 1:2 (1:1)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი (როდრიგესი 74), გარსია (ადრიანი 71), კოკე, ფალკაო, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი: ლოპესი, კარვალიუ, ალბიოლი, პეპე, ნაჩო, კაკა (ალონსო 67), ესიენი (ვარანი 70), ხედირა, დი მარია (მოდრიჩი 76), ბენზემა, მორატა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ფალკაო (4), 1:1 ხუანფრანი (13), 1:2 დი მარია (63)

გაფრთხილებები: ლუისი (12), კოკე (25), გარსია (61), კოსტა (74) – ალბიოლი (7), ხედირა (18), პეპე (19), მორატა (41)

არში დარტყმა: 5 (4) – 10 (7) ჯარიმა: 16 – 11 კუთხური: 2 - 1 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57%

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“.

სარაგოსა – მალიორკა 3:2 (1:1)

სარაგოსა: ხიმენესი, საპუნარუ, მინერო, ფერნანდესი (პარედესი 46), გონსალესი, პინტერი, აპონიო, მონტანიესი, პოშტიგა, როდრი (როჩინა 53), როდრიგესი (ბენვენიუ 84).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

მალიორკა: ავატი, ლოპესი, ჰატონი, ჟერომელი, კონსეისანი (ნუნეში 25), ტისონე, მარტი, პინა (კასადესუსი 74), ალფარო (არისმენდი 61), დოს სანტოსი, ჰემედი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

გოლები: 0:1 ჰემედი (12), 1:1 მონტანიესი (28), 2:1 პოშტიგა (60), 2:2 არისმენდი (83), 3:2 როჩინა (88)

გაფრთხილებები: ფერნანდესი (11), როდრი (19), აპონიო (50), მოვილია (89) – მარტი (43), ტისონე (84)

არში დარტყმა: 13 (8) – 12 (4) ჯარიმა: 16 - 27 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 53% - 47%

0.177729