ფეხბურთი

3:47 | 18.05.2014 | ნანახია 5156 - ჯერ

მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013-2014 წლების სეზონის კულმინაციად უკანასკნელი ტური იქცა, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა. „კამპ ნოუზე“, „ბარსელონას“ მხოლოდ მოგება აკმაყოფილებდა, მადრიდის „ატლეტიკო“ კი, ფრეზეც ყაბულს იყო.

დიეგო სიმეონეს გუნდისთვის მატჩი ძალზე უიღბლოდ დაიწყო - დიეგო კოსტამ და არდა თურანმა ტრავმები მიიღეს, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მოუწიათ. ამან მადრიდელები ფსიქოლოგიურად ოდნავ გატეხა, „ბარსელონას“ კი, შეტევისაკენ უბიძგა. კატალონიელთა ერთ-ერთი ლამაზი კომბინაცია ალექსის სანჩესმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლები წინ გაიყვანა.

ხერარდო მარტინოს გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა და ისღა დარჩენოდა, მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდაზე ეფიქრა. თავის მხრივ, გასახდელში უქმად არ ყოფილა მადრიდელთა დამრიგებელი დიეგო სიმეონე, რომელმაც გუნდს თვითრწმენა დაუბრუნა.

მეორე ნახევარში, სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს - დიეგო გოდინის ზუსტმა თავურმა, როგორც შემდეგ გაირკვა, „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა მოუტანა. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებები გააკეთა და შეტევა გააძლიერა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია.

ასე იყო თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა და ესპანეთის დამსახურებულ ჩემპიონადაც „ატლეტიკო“ გამოცხადდა. აქვე გეტყვით, რომ ამ მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ თავკაცმა ხერარდო მარტინომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

პრიმერა დივიზიონის სეზონი გამარჯვებით დაასრულა მადრიდის „რეალმა“, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ესპანიოლი“ მიიღო. მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირების პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა.

64-ე წუთზე, მადრიდელთა შემტევი გარეტ ბეილი მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მატჩის მიწურულს, ერთბაშად 3 გოლი გავიდა - „რეალის“ ახალგაზრდა ფორვარდმა ალვარო მორატამ დუბლი მიითვალა, კატალონიელებს კი, პიცის გოლი არაფრად გამოადგათ.

დღის ბოლოს, ვიგოს „სელტა“ „ვალენსიას“ ეწვია. წინა ტურში მადრიდის „რეალის“ დამარცხების შემდეგ, ვიგოელები კარგ ხასიათზე გახლდნენ და აანგარიშიც მატჩის დებიუტში გახსნეს - თავი ინიგო ლოპესმა ისახელა. ტაიმის მიწურულს, სოფიან ფეგულიმ ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, ვალენსიელთა არგენტინელმა ლეგიონერმა პაბლო პიატიმ აიღო „სელტას“ კარი და „ღამურებს“ 2:1 მოაგებინა.

 

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 52000

რეალი - ესპანიოლი 3:1 (0:0) 

რეალი: კასილიასი, რამოსი, მარსელო, კარვახალი (არბელოა 46), ვარანი, ხედირა (მოდრიჩი 63), ბეილი, დი მარია, ილიარამენდი, ისკო, ბენზემა (მორატა 67).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (პიცი 69), სანჩესი (ფერნანდესი 66), გონსალესი (კორდობა 63), ლოპესი, გარსია, სტუანი.

 წვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი: 1:0 ბეილი (64), 2:0 მორატა (86), 2:1 პიცი (90), 3:1 მორატა (3:1)

კარში დარტყმა: 17 (7) – 13 (2) ჯარიმა: 9 - 8 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 4

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 97000

ბარსელონა - ატლეტიკო 1:1 (1:0)

ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი (სონგი 57), ინიესტა, ფაბრეგასი (ჩავი 77), სანჩესი, პედრო (ნეიმარი 62), მესი.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გაბი, ტიაგუ, კოკე, თურანი (გარსია 23), ვილია, კოსტა (ადრიანი 16, სოსა 72).

 წვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 1:0 სანჩესი (34), 1:1 გოდინი (49)

გაფრთხილება: პიკე (5), ბუსკეტსი (45), მესი (45), სონგი (73), მასკერანო (90) - გოდინი (36), ტიაგუ (37), ფილიპე ლუისი (69), გარსია (90)

კარში დარტყმა: 11 (4) – 12 (3) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 3

 

ვალენსია. „მესტალია“. 26000

ვალენსია - სელტა 2:1 (1:1)

ვალენსია: ალვესი, სენდეროსი, მატიე, პერეირა, ფეგული (არაუჟო 90), პარეხო, ბერნატი, მიჩელი, ჟონასი (ბარაგანი 84), ვარგასი (ალკასერი 66), პიატი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

სელტა: ალვარესი, ლოპესი (კოსტასი 76), ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, ოუბინია, ორელიანა, ლოპესი (კრონ-დელი 57), მადინდა, მინა (ბერმეხო 60), ნოლიტო.

 წვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 0:1 ლოპესი (5), 1:1 ფეგული (41), 2:1 პიატი (55)

გაფრთხილება: ჟუან პერეირა (32) - ორტენეჩე (34), ლოპესი (55), ნოლიტო (80)

კარში დარტყმა: 14 (7) – 9 (4) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 3 – 5


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 18.05.2014
HALA MADRID (18)

ესპანეთს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ხოლო პრიმერა დივიზიონი კი საუკეთესოა მსოფლიოში!

12:59 | 18.05.2014
baacho (1021)

გილოცავთ ატლეტიკოს გულშემატკივრებს დამსახურებულ და ღირსეულ ჩემპიონობას
მაგრამ ამათი დედაც რა, რა სპექტაკლები დადგეს ნაბიჭვრემა ბოლო სამ ტურში,

12:39 | 18.05.2014
GOVEN (4940)

ატლეტიკოს მდიდარ ისტორიას ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია და იმედია მაგასაც წაიღებენ!

10 პრიმერა
10 ესპანეთის თასი
ევროპა ლიგა 2
თასების მფლობელთა თასი 1

სერიოზული მარაგი აქვს ტიტულების ამ კლუბს!!

18:33 | 18.05.2014
inamoR (1054)

ბაზარი არააა თან ბოლო წლებშიც რო ვთქვათ უსაქმურად არისო უსამართლობა იქნება D

12:27 | 18.05.2014
zura_zura (269)

რედაქტორი არ ყავს ამ გვერდს?! ვინმემ წამოუთაქეთ მაინც ამ არაპრპფესიონალ ჭორნალისტებს, ის მაინც დაწერე მერამდენედ გახდა ატლეტიკო ჩემპიონი ან რამდენ წლიანი შესვენების მერე ან საერთოდ დაწერე რამე ან წადი სახლში და "პერაშკი" ჭამე!!!

23:24 | 18.05.2014
ss18 (1696)

დიეგო სიმეონა ფეხბურთელობის დროსაც გახდა ჩემპიონი ატლეტიკოს შემადგენლობაში

12:27 | 18.05.2014
NGoLo KaNte (36472)

დამსახურებული

12:07 | 18.05.2014
giomebo (1190)

ფინანსურად მინუსებში თუ იყვნენ სამივე გუნდი კარგად ამოქაჩავდა. ბოლო ტურები აშკარად ტოტალიზატორზე თამაშს გავდა.

11:54 | 18.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ატლეტიკომ დაიმსახურა. ბევრი იბრძოლეს

11:52 | 18.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

საერთოდ თამაშ და ყომერარიც ეგ არის რომ ასეთ თამაშებს გამოიცნობ!
ვინც ამის ლაბავოი X დასვა იმან იცის თამაში!

11:51 | 18.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბრავო ატლეტიკო!!!!!!!!!!!!!!!

11:46 | 18.05.2014
mardala (920)

კაი სპექტაკლი დადგა ტოტალიზატორმა

11:14 | 18.05.2014
super (8) (1364)

ფინალს ეხლა ესენი უფრო თამამად ითამაშებენ დასაკრგი არაფელი აქვთ ,,,ატელტიკო ყველანაირად წლის გუნდია წაგებს თუ მოიგებს და ვნახოთ რეალს არ ექნება ადვილი თამაში როგორ მაგათ ფანებს გონიათ,,მეც მინდა რეალმა რო ლიგა მოიგოს ამდენი ხნის მერე,,,მაგრამ ატლეტიკო სასწაულ ფორმაშია,,,ესე როგორ დაქოქაქ სიმეონემ საღოლ.

11:42 | 18.05.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

არავის არ გონია რომ რეალი უეჭველი მოიგებს შანსები თანაბარია

11:14 | 18.05.2014
Futbol Club Barcelona (64)

ყველას მოგესალმებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ!
ვულოცავ ყველა "როხიბლანკოს" ესპანეთის ღირსეულ ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგის ფინლში წარმატებას ვუსურვებ. ატლეტიკო დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბია საუკეთესო მწვრთნელით.

11:04 | 18.05.2014
chamilo (33560)

ბაიერნელი გაიხარე შენც გილოცავ,რთული თამაში იყო,ორივე გუნდი დაცვას დიდ ყუდადღებას აქცევდა,დანტემ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი,ხავი მარტინესმა ჩაატარა ძან სერიოზული თამაში,ტიპს ვერ ცდებოდნენ თითქმის,ლამმა ტრამვა მიიღო ნაადრევად გავიდა,რიბო არ იყო ფორმაში იმ ტრამვის მერე ლანდია დარჩენილი იმედია ისევ დაიბრუნებს ფორმას მომავალ სეზონში,რობენი კარგი იყო და მიულერმა ისეთი გარბენი მოაწყო 118წუთზე მარტო გერმანელს თუ შერჩებოდა ძალა მასეთი სირბილის მაგ დროს

11:24 | 18.05.2014
ბაიერნელი (1283)

ვნახე ვიდეო. მემგონი თამაშგარეც იყო

10:47 | 18.05.2014
მადრიდისტა (17021)

ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდის ნეიმარის სახელი და ნომერი კომპანია Prudence-ს პროდუქტზეა ასახული. კომპანია კი პრეზერვატივებს აწარმოებს.

ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარმა შეფუთვის გახსნის შემდეგ სასიამოვნო სიურპრიზი აღმოაჩინა.

თავად სიურპრიზი კი ახალგაზდრა ქომაგმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე დადო და დააკომენტარა: არ გირჩევთ ამის გამოყენებას, მუდმივად ვარდება".
------------------------------------------------------
ბარსელონას ნამდვილი სახე :დ

10:45 | 18.05.2014
Becks23 (1117)

ერთი ფალკაო გაყიდეს შარშან და ნახევარი გუნდი ააწყვეს იმ ფულით საღოლ სიმეონე ძან ჭკვიანია ტიპი

10:39 | 18.05.2014
jorjone444 (2502)

გუშინ თავისთავად მინდოდა ბარსას გამარჯვება მაგრამ გულის სიღრმეში 2 რაღაცას ვგრძნობდი 1) რომ ბარსამ არანაირად არ დაიმსახურა ეს ტიტული ატლეტიკოზე მეტად და 2)ატლეტიკო და სიმეონე არ იმსახურებდნენ ბოლო ტურში ტიტულის დაკარგვას გამომდინარე იმ გმირობიდან რასაც მთელი სეზონია ჩადიან.მოკლედ ვულოცავ ატლეტიკოს ღირსეულ ჩემპიონობას

10:39 | 18.05.2014
რაჭა (10043)

ამ თამაშის ბოლოს გამაოცა "ბარსელონის" ქომაგის ღისეულმა რეაქციამ (ეს გუნდი მძულს!!!) როგორც ჩანს, ამ დიდებულ გუნდს შესაფერისი გულშემატკივარი ყავს!!
"ატლეტიკო" და სიმეონე წლის გმირები არიან

10:33 | 18.05.2014
chamilo (33560)

ყოჩაღ სიმეონეს ყოჩაღ ატლეტიკოს,დორტმუნდი და ატლეტიკო მაგალითია იმის რომ კარგ მენეჯმენტს მცირე რესურსითაც კი შეუძლია კარგი კლუბი ჩამოაყალიბონ და შეიძლება ატლეტიკო დატოვოს რამდენიმე ფეხბურთელმა მაგრამ ეს გუნდს არ დაასუსტებს და რამდენიმე წელში როცა ფინანსურად მყარად დადგებიან უკვე აღარ დაკარგავენ ფეხბურთელებს,ატლეტიკო ეხლა გადის იმ გზას რაც დორტმუნდმა გაიარა,ბოლო წასვლა ლევანა იყო სხვები აღარ მიდიან ახალი კონტრაქტები გაუფორმეს და ფული იშოვეს და დარწმუნებული ვარ ატლეტიკოც ასეთ გზას დაადგება

10:59 | 18.05.2014
ბაიერნელი (1283)

გილოცავ ბაიერნის გამარჯვებას . ახლა გერმანიის ჩემპიონობა გვინდა.
მე თამაშს ვერ ვუყურე ჩინეთი 4საათით წინ არის და არ გამეღვიძა . მხოლოდ მიმოხილვას ვუყურე ამ საიტზე.
ისე ბაიერნზე სტატია არ უნდა დაიდოს?????

11:51 | 18.05.2014
shakooo7 (2507)

გერმანიის ჩემპიონი უკვე მარტში გახდა ბაიერნი, შენ რომელ თვეში ხარ მანდ?

10:29 | 18.05.2014
Madrileño (26972)

ესპანეთს დამსახურებული ჩემპიონი ყავს!

10:24 | 18.05.2014
geomadridista (2311)

ყოჩაღ)

10:07 | 18.05.2014
Lucky Luciano (3296)

ოხ ეს ორგუნდა ჩემპიონატი

10:06 | 18.05.2014
ბაჭია (922)

ბოლო წლებში ყველაზე უფრო ღირსეული ჩემპიონობა ატლეტიკომ მოიპოვა ....
იმედია ზეიმს არ მიეცემიიან და მადრიდის რეალსაც დაამარცხებენ ლიგის ფინალში

10:07 | 18.05.2014
Lucky Luciano (3296)

რატო სხვების უღირსი იყო აქამდე?

10:11 | 18.05.2014
kobe bryant24 (4850)

ანუ ის იგულისხმა ალBათ რომ არც რეალთან და არც ბარსასთან უარყოფითი ბალანსი არქონდა, ბარსას და რეალს წინა ორ წელში ერთმანეთთან უარყოფითი ბალანში ქონდათ მგონი ჩემპიონი როცა ხდებოდნენ

10:00 | 18.05.2014
Cerber (471)

ისე თუ დააკვირდით მესი არც კი უხსენებია ბატონ ავტორს

09:50 | 18.05.2014
maverick444 (8)

ნამდვილი გენიოსია სიმეონე. ჯერ კიდევ არგენტინაში მუშაობისას გამოჩნდა რომ დიდი მწვრთნელი გახდებოდა, ხოლო რა შედეგსაც მან ატლეტიკოში მიაღწია ამას მხოლოდ გენიოსი თუ შეძლებდა.

12:26 | 18.05.2014
NGoLo KaNte (36472)

++

09:39 | 18.05.2014
georgea (337)

საერთოდ არა ვპოსტავ ხოლმე მაგრამ ეხლა უნდა დავწერო რა არის ბარსელონა ან რეალი რო ჩემპიონები გამხდარიყვნენ 3 გვერდი არ ეყოფოდა იმხელა სტატიას დაწერდით და ატლეტიკო გახდა ჩემპიონი და ეგ მოგვახსენეთ მარტო ეგ ხო ყველამ კარგად ვიცით არაობიექტურები და მიკერძოვებული ჟურნალისტები ხართ რაც თქვენს არაპროფესიონალიზმს გამოხატავს.თუ გაითვალისწინებთ და გამოასწორებთ შეცდომებს მადლობელი დაგრჩებით არ შეიძლება რომელიმე გუნდისკენ იხრებოდეთ

09:55 | 18.05.2014
Cerber (471)

აქ სულ ეგრეა ძმაო,ბარსას საიტია

09:29 | 18.05.2014
Cerber (471)

მეეეეეესსსსსსსიიიიიიიიი მერამდენე საჭირო თამაშში გაქრა ეგ ჯადოქარი ჰა? :დ

09:05 | 18.05.2014
rossonero1 (13120)

მალადეც ატლეტიკოს

08:20 | 18.05.2014
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

me barsas fanebis nu qartveli fanebis adgilas gadaxarshvis miznit erti kvira sadme haers shevicvlidi zogi iseti tavgadakluli fania rame ro tqva cudi dachrazec wava da amistana sircxvilis gadaxarshva ioli da iolad ver moxdeba ise erti mosaloci ki gaqvt barselonebs realis tavze xart au reali ro yofiliyo barsas tavze warmomidgenia ai mashin iqneboda gartuli gamotqma gamartlebuli gachirvebuls qva agmartshio tqventvis esec kmara is meore faqti zemot agnishnuli zedmeti iqneboda guls nu gaitxext sheeguet im azrs rom leoc agdebs sezons tan dzalian magram 23 wutze 2 shecvla gaketebul gunds ki unda ugebde

08:16 | 18.05.2014
kobe bryant24 (4850)

ღირსეული ჩემპიონი ყავს ესპანეთს, ნამდვილი ვაჟკაცურად მებრძოლი გუნდია, რომლებიჩ გულს და სულს დებდენ თამაშში და დამსახურებულად მოიპოვეს ტიტული

07:54 | 18.05.2014
buxodw (106)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

05:37 | 18.05.2014
ბაიერნელი (1283)

მალადეც ატლეტიკოს, ძალიან გამეხარდა. ერთ-ერთ ტიტულს კი იმსახურებდა

09:30 | 18.05.2014
Cerber (471)

ჩინეთში ხარ ძმაა?

10:55 | 18.05.2014
ბაიერნელი (1283)

კი ძმა ჩინეთშივარ. ქსლაქ nanjing-ში

04:10 | 18.05.2014
სავაშა_ (2491)

რა ენაღვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158056
617