ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტური ზედა სამეულის გუნდებისთვის წარუმატებელი გამოდგა. მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ „ვილიარეალთან“ გუშინდელ მატჩში ფრეს დასჯერდა, დღეს კი, მადრიდულმა კლუბებმა - „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ ქულები დაკარგეს.
კარლო ანჩელტოის დამოძღვრილმა „რეალმა“ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გაუშვა გოლი და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა. კუთხურისას შეტევაში ჩართულმა ჟერემი მატიემ ზუსტად დაარტყა და „ვალენსიას“ ტაიმი მოაგებინა. 59-ე წუთზე, თავი მადრიდელთა უკანახაზელმაც გამოიჩინა - კრიშტიანუ რონალდუს პასით სერხიო რამოსმა იხეირა და ამ კვირაში მე-3 გოლი გაიტანა - 1:1.
დაახლოებით 5 წუთში, დანიელ პარეხომ ვალენსიელები კიდევ ერთხელ დააწინაურა და მასპინძლები ქულების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. „რეალი“ მარცხისგან კრიშტიანუ რონალდუმ იხსნა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძალზე ეფექტური დარტყმა შეასრულა და ტაბლოზე 2:2 დააფიქსირა.
„რეალისგან“ განსხვავებით, გათამაშების ლიდერმა „ატლეტიკომ“ ქულაც კი ვერ მოიპოვა. მადრიდელები „ლევანტეს“ ესტუმრნენ და დამარცხდნენ. მატჩის დებიუტში, ვალენსიელები ფილიპე ლუისის ავტოგოლით დაწინაურდნენ, 69-ე წუთზე კი, დავიდ ბარალმა „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „ალმერიამ“ უხვგოლიან მატჩში „ბეტისს“ 3:2 სძლია, „სევილია“ და „ვილიარეალი“ კი, უგოლოდ გაიყარნენ.
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 15000
ალმერია - ბეტისი 3:2 (0:0)
ალმერია: ესტებანი, ტორსილერი, მანე, რაფიტა, ველესი, კორონა (სორიანო 74), ვერსა, ვიდალი, სუსო, დიასი (ზონგო 63), როდრი (აზიზი 74).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
ბეტისი: ადანი, პერკისი, ფიგერასი, ნ’დიაიე (სევილია 62), მატილია, რეიესი, ხუანფრანი (ჩიკა 82), კარლოსი, როდრიგესი (ბაპტიშტაუ 74), კასტრო, მოლინა.
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
გოლი: 1:0 დიასი (52), 1:1 როდრიგესი (60), 1:2 სევილია (71), 2:2 ვიდალი (77), 3:2 აზიზი (90)
გაფრთხილება: ვიდალი (47), როდრი (59), მანე (90), ზონგო (90) - ნ’დიაიე (28), პერკისი (59), მატილია (90), ფიგერასი (90), ბაპტისტაუ (90)
კარში დარტყმა: 12 (6) – 15 (3) ჯარიმა: 15 - 10 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 1 – 3
ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 23000
ლევანტე - ატლეტიკო 2:0 (1:0)
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი, ლოპესი, გარსია (პინტუ 72), სისოკო (ივანშიცი 59), დიოპი, სიმანი, კასადესუსი, ბარალი (ანხელი 80).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
ატლეტიკო: კურტუა, ალდერვეირელდი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გაბი, ტიაგუ, კოკე (დიეგო 62), გარსია (თურანი 46), ვილია (ადრიანი 46), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 1:0 ფილიპე ლუისი (7ს.კ), 2:0 ბარალი (69)
გაფრთხილება: ბარალი (60), სიმანი (72) - ტიაგუ (54), გოდინი (76), თურანი (78)
კარში დარტყმა: 7 (2) – 23 (7) ჯარიმა: 20 - 20 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 7 – 0
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 32000
სევილია - ვილიარეალი 0:0
სევილია: ვარასი, პარეხა, კარიზუ, კოკე, მორენო, მბია (ნავარო 86), რაკიტიჩი, მარინი, მაჩინი (რეიესი 46), სამპეიო (ბაკა 66), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ვილიარეალი: ასენხო, იოკიჩი, მუსაკიო, გასპარი, პაულისტა, კანი, სორიანო, გომესი (აკინო 76), ოლივერი (ჰაუმე 69), პერეირა (უჩე 62), დოს სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გაფრთხილება: კოკე (68)
კარში დარტყმა: 11 (3) – 13 (4) ჯარიმა: 12 - 7 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 4 – 3
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 72000
რეალი - ვალენსია 2:2 (0:1)
რეალი: ლოპესი, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, ალონსო, ბეილი, ილიარამენდი (დი მარია 46), ისკო (კაზემირო 72), რონალდუ, ბენზემა (მორატა 84).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, პერეირა, კეიტა, ფუეგო, ფეგული, პარეხო (ვეზუ 89), ბერნატი, ვარგასი (ბარაგანი 90), ალკასერი (ჟონასი 67).
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
გოლი: 0:1 მატიე (44), 1:1 რამოსი (59), 1:2 პარეხო (65), 2:2 რონალდუ (90)
გაფრთხილება: დი მარია (51) - კეიტა (70), ალვესი (80), ფეგული (90)
კარში დარტყმა: 32 (11) – 8 (5) ჯარიმა: 11 - 10 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 3 – 9