პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი – მადონა, ხუთ წელზე მეტია, რაც ლონდონის“ჩელსის“ ერთგულ ქომაგთა რიცხვს შეუერთდა და ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი “არისტოკრატების“ თავგადაკლული ფანია. გასულ სეზონში, მადონა ლონდონური კლუბის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მატჩს დაესწრო. მადონა მეგობრობს კლუბის მფლობელთან - ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან და ასევე, კარგი ურთიერთობა აქვს “ლურჯების“ ფეხბურთელებთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგა ჯერ არ დაწყებულა, მთელი წლის მანძილზე ”სტემფორდ ბრიჯზე“ დასასწრები აბონემენტი მადონამ უკვე შეიძინა და დიდი მოლოდინით ელის ახალ სეზონს. ამერიკელ მომღერალს იმედი აქვს, რომ “ჩელსი“ 2011-2012 წლების საფეხბურთო სეზონში რომელიმე მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებს და თუკი ეს ასე მოხდა, მადონა პირობას დებს, რომ ლონდონულ კლუბს თავის სიმღერას მიუძღვნის.
მომღერლობისა და მსახიობობის გარდა, ცოტა ხნის წინ, მადონამ რეჟოსორობასაც გაუგო გემო. მან მთლიანად საკუთარი ხარჯებით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მთავარ როლს მისი 21 წლის ქალიშვილი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმის ერთ ეპიზოდში ჩანს “სტემფორდ ბრიჯი“ და მის ახლომახლო მოფუთფუთე ქომაგები. ამ მცირე, მაგრამ ბევრისმეტყველი ეპიზოდითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ უყვარს მადონას ლონდონის “ჩელსი“ და ამ კლუბის როგორი ერთგულია.