თამაშგარე

10:39 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაჯოს ცოლისა და “მოკლე საბნის“ ამბავი

როგორც ჩანს, იტალიელი ფეხბურთელის, კრისტიან მაჯოს ცოლს, ვალერია მაჯოს არასოდეს სმენია ანდაზა: ”საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიხუროო”, თორემ ნამდვილად არ მოინდომებდა იმას, რამაც იტალიურ ბულვარულ მედიას გვარიანი საჭორაო მისცა.

“ნაპოლის“ ფეხბურთელის ცოლს კუნძულ კაპრიზე მოუნდომებია ფეშენებელური ვილის ყიდვა და მას ეს გადაწყვეტილება ქმართან შეუთანხმებლად მიუღია. ჰოდა, აპენინელი ფეხბურთელი გადარეულა, როდესაც მაკლერმა დაურეკა და უთხრა – შენი ცოლი 21 მილიონ ევროდ ღირებულ ვილას ყიდულობსო.

კუნძული კაპრი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც მხოლოდ მილიონერები სახლობენ და ელინისტურ ეპოქაში აშენებული უძველესი და ულამაზესი დასახლება მილიონობით ტურისტს იზიდავს. ეს ჩვენი კრისტიან მაჯო ცნობილი ფეხბურთელიცაა და ალბათ ფულიც არ აკლია, მაგრამ როგორც ჩანს 21 მილიონი ევროს სახლში გადახდა მისთვისაც კი წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მისი თავქარიანი ცოლი კი ცხოვრებას ერთობ მარტივად უყურებს... 

 

0.173712