ფეხბურთი

12:50 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაცარიმ “ნაპოლის” "რომა" არჩია

 

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, იტალიური “ნაპოლის” თავკაცი ვალტერ მაცარი “რომაში” იმუშავებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელი “ჯალოროსის” ხელმძღვანელებს უახლოეს პერიოდში შეხვდება და მნიშვნელოვან საკითხებს მოითათბირებს.

მაცარის მთავარი მოთხოვნაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “რომამ” 3-4 ახალი და კარგი ფეხბურთელი შეიძინოს. ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ “ნაპოლი” 51 წლის მაცარის კონტრაქტის გახანგრძლივებასა და წლიური ხელფასის სახით 4 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობდა, მაგრამ მწვრთნელისგან უარი მიიღო. იტალიელს ნეაპოლელებთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

0.125343