2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი ლვოვმა გამოთქვა. უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მე-18 გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წარსადგენი განაცხადის დამადასტურებელი დეკლარაცია დაამტკიცა.
“14 ნოემბერი განაცხადის წარსადგენად დაწესებული ბოლო დღეა და სასიხარულოა, რომ ვადებში ჩავეტიეთ. იმედია მთავარი წარმატებები წინ გველის” – განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა ალექსანდრ ვილკულმა გენერალური ასამბლეის დასრულებისთანავე.
2022 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს საერთაშორისო კომიტეტი 2015 წლის ივლისში, კუალა-ლუმპურში დაასახელებს.