ვინც ჩვენს რუბრიკას სისტემატიურად ეცნობით, ალბათ უკვე იცით, ვინც არის პოპულარული არგენტინელი მოდელი ლუსიანა სალასარი, რომელიც სხვადახხვა დროს არაერთი არგენტინელი სპორტსმენის საყვარელი იყო. ერთ-ერთი მისი ბოლო დროებითი სატრფო, მასზე ასაკით ბევრად პატარა, კატალონიის ”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი ლეო მესი გახლდათ, რომელიც ლუსიანასთან მცირეხნიან თანაყოფას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ლუსიანა სალასარი, რომელსაც სამშობლოში ”არგენტინელ პამელა ანდერსონსაც” უწოდებენ, მისივე თქმით, შეიძლება პოლიტიკოსი გახდეს. როგორც მრავლისმნახველი სალასარი ამბობს, იგი ბოლო დროს ძალიან დაუახლოვდა არგენტინის პოლიტიკურ წრეებს და რამდენჯერმე არგენტინის პრეზიდენტ ქალბატონთან – კრისტინა ფერნანდესთანაც ჰქონდა შეხვედრა.
ლუსიანა სალასარი კრისტინა ფერნანდესს ძალზე დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ არგენტინა ბედნიერი უნდა იყოს, ასეთი გონიერი ქალი რომ არგუნა ბედმა პრეზიდენტად. კრისტინა ფერნანდესი ”ვერცხლის ქვეყანაში” მართლაც დღემდე პოპულარულია, თუმცა გარისკავს თუ არა თავისი პარტიის სიით სექსუალური სკანდალებით დახუნძლული ლუსიანა სალასარის პარლამენტში გაყვანას, ეს ჯერ არავინ იცის.