ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ლუკას მოურას მიაჩნია, რომ მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” არაფრით ჩამოუვარდება და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა ძალუძს.
“ლიონელ მესის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მიხარია, მასთან შეხვედრა 1/4-ფინალში რომ მომიწევს. “ბარსელონასთან” დაპირისპირება პსჟ-სთვის დიდი გამოწვევაა. კარგად გვესმის, რომ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ კატალონიელებზე სუსტები არ ვართ. პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”, - განუცხადა ბრაზილიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ პირველი პარიზულ-ბარსელონური დაპირისპირება 2 აპრილს ჩატარდება.