ფეხბურთი

10:36 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ლეივა: “ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა”

ინგლისის “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას ლეივა ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის უმთავრესი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, 26 წლის ფეხბურთელი Perform-თან საუბარში საკუთარ გუნდს ჩემპიონობის მოგების ფავორიტად არ მიიჩნევს.

“რადგან კლუბს უკანასკნელი სამი წელია ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია, რაღა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ იქ დაბრუნებაა. რაც შეეხება ტუტულს, წინ კიდევ ბევრი თამაშია და მასზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჯერ ნახევარი სეზონიც არ გასულა და ძალიან ადრეა. ასევე ნაადრევია ფავორიტებზე საუბარიც და იმის პროგნოზირებაც, ვინ გავარდება პრემიერლიგიდან. დღეს ლიგა თანაბარძალოვანი გუნდებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ, შესაძლოა, ერთ-ერთი პრეტენდენტები ვართ, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ” - ამბობს ლეივა.

0.124287