“ჩელსიდან” “ევერტონში” განათხოვრებული რომელუ ლუკაკუ იმედს გამოთქვამს, რომ მას ლონდონურ კლუბში კვლავ თამაშის შანსი მიეცემა.
ლუკაკუ “ჩელსიში” 2011 წელს გადავიდა, მაგრამ “არისტოკრატების მაისურით მან მხოლოდ 15 თამაშის ჩატარება მოახერხა. 21 წლის ბელგიელი თავდამსხმელი ჯერ “ვესტ ბრომვიჩში”, შემდეგ კი “ევერტონში” იყო განათხოვრებული. ამ გუნდების რიგებში მან 33 გოლი გაიტანა.
“სიტუაციის ნაადრევად გარკვევა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული.
ინგლისის საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს. იმედი ჯერ კიდევ მაქვს, რომ “ჩელსიში” ვითამაშებ. ლონდონელებს კარგი მწვრთნელი ჰყავთ.” – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Sky Sports-ი.