ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას გეგმავს.
“ჯგუფში აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ. რა ამოცანა გვაქვს მომავალ ტურნირზე? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც გმირობის ჩადენა შეუძლია. რუსეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერია. მას ადრეც შევხვედრივართ. კორეა? მის სტილსაც ვიცნობთ” – განაცხადა ლუკაკუმ გამოცემა La Derniere Heure-სთან ინტერვიუში.
H ჯგუფში ბელგიას მეტოქეებად ალჟირი, რუსეთი და სამხრეთ კორეა ჰყავს.