ფეხბურთი

21:03 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: “მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს”

“ჩელსიდან” “ევერტონში” განათხოვრებული რომელუ ლუკაკუ უარყოფს, რომ მას ლონდონელთა მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს.

“ზაფხულში, თავდაპირველად, “ჩელსიში” დარჩენა მინდოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად, უნდა წავსულიყავი. ჩემი მიზანი გასულ სეზონზე უკეთ თამაში იყო.

ჩემი სურვილი კვლავ არის გავხდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. იმედი მაქვს, 2-3 წლის შემდეგ, კავანის, იბრაჰიმოჩის, ვან პერსის, სუარესისა და ლევანდოვსკის გვერდზე დამაყენებთ.

ჟოზე მოურინიოსთან ერთად 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი და ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ახლა, ის დაუმარცხებელი გუნდის ბირთვს ქმნის. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოურინიოს ჩემი დარჩენა სურდა და მეკითხებოდა, თუ რატომ მინდოდა წასვლა. რამდენიმე ინტერვიუში ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. სიმართლე ისაა, რომ მოურინიომ გამიგო და წასვლის უფლება მომცა.” – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Sky Sports-ი.

0.115562