ფეხბურთი

19:42 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: “კარგი ფეხბურთელი კარგი ადამიანიც უნდა იყოს”

ლონდონის “ჩელსიდან” “ვესტ ბრომვიჩში” განათხოვრებული ახალგაზრდა ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ თავისი ცხოვრების წესზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ღამის კლუბებში მოლხენა არ იზიდავს. 19 წლის ბელგიელი უკვე აცნობიერებს იმას, რომ ფეხბურთელები ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძნი არიან, რაც ვარსკვლავებს თავიან ქმედებებზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.

“არ მინდა, ცნობილი გავხდე იმით, რომ ღამის კლუბს შამპანურის შხეფებიანი ტანისამოსით ვტოვებდე. ზოგს ცხოვრების ასეთი წესი იზიდავს, მაგრამ ჩვენ ხომ პატარა გულშრმატკივრები გვიყურებენ, რომლებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ნორმალურია. თუ გვსურს, რომ ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ადამიანები ვიყოთ, დადებითი თვისებებით უნდა აღვიჭურვოთ.

არ მინდა, ჩემი დრო წვეულებებსა და გოგოებს მოვახმარო. პატარა ძმა მყავს, რომელიც მაგალითს ჩემგან იღებს.

როდესაც ვიღვიძებ, უპირველესად, ვლოცულობ. შემდეგ, ჩემს მშობლებს ვეკითხები, ხომ არ შემიძლია მათ რაიმეთი დავეხმარო. ამის შემდეგ, ვარჯიშზე მივდივარ.

ბევრი იტყვის, რომ ეს მოსაწყენია. შესაძლოა, მაგრამ ყოველთვის ასე ვიქცევი. არ შეიძლება, ყურადღება უსარგებლო საქმეს დავუთმოთ, როდესაც გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.

იმისათვის, რომ კარგი ფეხბურთელი გახდე, მსხვერპლზე წასვლაა საჭირო. წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევ, თუ კარგი ფეხბურთელის გარდა კარგი ადამიანიც ხარ.” – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Sky Sports-ი.

თუ რამდენს მიაღწია ლუკაკუმ ცხოვრების ასეთი წესით, თავად განსაჯეთ – ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ პროფესიონალურ კარიერაში უკვე 100-ზე მეტი თამაში და 50-მდე გოლი დაუგროვდა. აქედან  33 თამაში და 12 გოლი ინგლისის პრემიერლიგაზე მოდის. მიუხედავად საკმაოდ პატარა ასაკისა, ლუკაკუს ბელგიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 19-ჯერ უთამაშია.

0.114725