ფეხბურთი

14:00 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ბედნიერია

ბელგიელებმა, გუშინ, რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით, ხორვატიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს (2:1) და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.Bმატჩის შემდგომ ბელგიურ გამოცემა ,,ჰეთ ნიუსბლედთან’’ საუბრისას სიხარულს ვერ მალავდა დუბლის ავტორი.

 ,,გუნდმა საუცხოოდ ითამაშა, ვამაყობ თანაგუნდელებით, რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი თამაშის ხარჯზე გამარჯვება არ შედგებოდა, ერთსულოვნებამ წარმატება მოგვიტანა. დამსახურებულად მოვიპოვეთ მუნდიალზე თამაშის უფლება. ბედნიერი ვარ, რომ დუბლის შესრულება მოვახერხე’’ - განაცხადა ბელგიელმა.

0.127997