დიდი ალბათობით, ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ფორვარდი რომელუ ლუკაკუ მომდევნო სეზონიდან მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს. ლონდონური მედიის ინფორმაციით, კლუბებს სატრანსფერო დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ.
21 წლის ბელგიელი მადრიდელებთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ლუკაკუ დიეგო კოსტას “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადასვლის საქმეში გარვეულ მონაწილეობას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ლუკაკუს შეძენა “ვალენსიას”, “ვოლფსბურგს” და ტურინის “იუვენტუსსაც” სურთ.