კალათბურთი

19:26 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზორიჩი ევროლიგის ტურის მოთამაშეა

“ესპანური "უნიკახის" ცენტრალური თავდამსხმელი ლუკა ზორიჩი ევროლიგის ტოპ-16-ის მე-11-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა”, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.

პარასკევს "უნიკახას" კალათბურთელებმა მადრიდის "რეალი" სტუმრად 77:74 დაამარცხეს. ლუკა ზორიჩმა კი საკუთარ გუნდს 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ხორვატის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 33-ს უწია.

კვირის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში მეორე ადგილი თელ-ავივის "მაკაბის" უკანახაზელმა რიკი ჰიკმანმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი "ბარსელონას" ავსტრალიელმა თავდამსხმელმა ნათანიელ ჯავაიმ და თურქული "ეფესის" გამთამაშებელმა ჯორდან ფარმარმა გაიყვეს.

 

 

0.120101