თამაშგარე

11:23 | 27.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონის ოჯახშიც პრობლემები აქვს

იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი, შესაძლოა, თავის მეუღლეს, ყოფილ მოდელს, მარტა ჩეჩეტოს დაშორდეს. ამის შესახებ იტალიურ პრესაში ცოტა ხნის წინ დაიწყეს ლაპარაკი. ბოლო დროს, ლუკა ტონის სპორტული კარიერა თავდაღმა დაეშვა და ეტყობა, ერთ უსიამოვნებას მეორეც – ოჯახში შექმნილი პრობლემებიც დაემატა.

იტალიური ბულვარული პრესის მოკალმეები გამოთქვამენ ეჭვს, რომ მარტა ჩეჩეტო ლუკასთან ერთად უკვე სამ თვეზე მეტია, რაც აღარ ცხოვრობს, თუმცა ამ ფაქტს ტონი არ ახმაურებდა. ჩეჩეტოს განაწყენების მიზეზებთან დაკავშირებით კი, ასევე საინტერესო ვერსია გაჩნდა - მუდმივმა წარუმეტებლობებმა ტონი აგრესიული და უხეში გახადა და სწორედ ეს ვერ აიტანა მარტამ.
მიუხედავად ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობისა, ლუკა ტონი თავის ოჯახში შექმნილ პრობლემებზე ხმას ჯიუტად არ იღებს. კომენტარის გაკეთებას ვინ ჩივის, გუშინწინ ტონის ერთ-ერთი გათავხედებული პაპარაცი საკუთარი სახლის ეზოდან სულ მუჯლუგუნებით მიუბრძანებია. თუმცა, ის, რომ მარტა ჩეჩეტო ლუკასთან ერთად აღარ ცხოვრობს, თავის მხრივ, დაფიქრების მიზეზებს ნამდვილად იძლევა. 
 
0.132573