როგორც იტალიური მედია იუწყება, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ლუკა ტონი შესაძლებელია თავის ცოლს, მსახიობ მარტა ჩეჩიტოს გაშორდეს. აპენინელი მოკალმეები წერენ, რომ ლუკას ყელში ამოუვიდა არცთუ ნორჩი ასაკის ცოლი და უკვე ორი თვეა, რაც ახალგაზრდა მოცეკვავეს ხვდება.
ლუკა და მარტა ჩეჩიტო უკვე წლებია, რაც ცოლ-ქმრის ჭაპანს სწევენ და აქამდე მათი ოჯახიდან ზედმეტი ჩქამიც კი არ გამოსულა გარეთ. ერთი ის იყო, რომ ორი წლის წინ, ქალბატონი მარტა ამბობდა, რომ მის ქმარს ცოტა მყრალი ხასიათი აქვს და ლუკა ტონის გაძლება არცთუ ადვილი საქმეაო.
რამდენად რეალურია ლუკა ტონის ცოლთან გაშორება – ამას ცხადია მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში იტალიელ ფეხბურთელებში ცოლებთან განშორება ერთგვარ მოდადაც კი იქცა და ამიტომ, არაფერია გამორიცხული.