ჭიდაობა

14:46 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ყაზარაშვილმა თავი სხვა კუთხით წარმოაჩინა”

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ვიცეპრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის ბრალდება ცემის შესახებ კატეგორიულად უარყო. გაზეთ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კურტანიძემ მომხდარს წინასწარ დაგეგმილი სიბინძურე უწოდა.
“ხმაური ატეხეს და პარალელურად ტელევიზიაში დარეკეს, რომ მათი ჩანაფიქრი საზოგადოებისთვის უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. რაც შეეხება თემურ ყაზარაშვილის ბრალდებას, გარწმუნებთ, მე რომ ის მეცემა, სხვანაირი სანახავი იქნებოდა. რაც შეეხება ექიმის დასკვნას დაჟეჟილობაზე, ის ერთნაირად შეიძლება მიიღო როგორც ცემის, ასევე კედელზე მიხეთქების, წაქცევის დროსაც. როგორც დიდ სპორტმენს, ყაზარაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ადამიანი, მე ის ახლა სხვა კუთხით დავინახე. როდესაც ასეთი სპორტული წარსული გიმაგრებს ზურგს, ადამიანი ასე არ უნდა დაპატარავდე” – განაცხადა კურტანიძემ.

გუშინ საღამოს, ფალავანთა კლუბში, კურტანიძის კაბინეტში ინცინდენტი მოხდა. როგორც თემურ ყაზარაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა შეიტყო რა, რომ მას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, სცემა იგი.
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.115814