აწ უკვე "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი დავიდ ლუისი ყოფილ კლუბს ლონდონის "ჩელსის" ფეისბუქის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით დაემშვიდობა.
"მადლობა "ჩელსის" სამწელიწად-ნახევრიანი თანამშრომლობისთვის. მე შევიძინე კარგი მეგობრები, მოვიგე ტიტულები და გასახსენებლად ბევრი რამ მექნება. დიდი მადლობა თანაგუნდელებს, კლუბის ყველა წევრს და გულშემატკივრებს. - წერს ლუისი -, დიდი სინანულით მივდივარ, თუმცა წინ ახალი გამოწვევა მელოდება, ახალი კლუბი და ქალაქი, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. მოვდივარ პარიზო!
ლუისის პსჟ-ში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. ბოლო ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ბრაზილიელში 49.5 მილიონ ევროს გადაიხდის და ლუისი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.
გიორგი ბალახაძე