ფეხბურთი

21:49 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუისი: "ჩელსი" ყოველთვის მომწონდა"

ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული, ბრაზილიელი მცველი ფელიპე ლუისი აცხადებს, რომ პრემიერლიგის მატჩებს ხშირად უყურებდა.

"ლონდონის "ჩელსი" ყოველთვის მომწონდა. ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს ხშირად ვუყურებდი. მომწონს ლონდონი და ახალი კლუბი, რომელიც ხალხს აერთიანებს. როდესაც "ჩელსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით, მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობდი. როდესაც ლონდონელებისგან შემოთავაზება მივიღე, ვიფიქრე, რომ ინგლისში თამაში ბრწყინვალე იქნებოდა." - ციტირებს ლუისის სიტყვებს A Bola.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" მადრიდის “ატლეტიკოსგან” ლუისის შეძენა 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გიორგი ბალახაძე

0.127606