ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ, როგორც იქნა, გადადგა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თავისი გულისსწორი, დანიელა მარტინსი ცოლად მოიყვანა. ქორწინება მეტად უბრალო გარემოში შედგა და ასეთი უბრალოება ნანის სურვილი ყოფილა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი დანიელა მარტინსს მთელი ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა. დანიელა არ მალავდა, რომ ძალიან სურდა, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულებულიყო, თუმცა ალექს ფერგიუსონის შეგირდი ცოლის მოყვანისაგან თავს იკავებდა.
საბოლოოდ, როგორც ხედავთ, ქალმა მაინც თავისი გაიტანა და ნანის თავისუფალი ცხოვრებაც წარსულში დარჩა. როგორც ინგლისური პრესა წერს, წყვილი ამჟამად დიდ სიამტკბილობაშია ჩაფლული და მობილურ ტელეფონზე ზარებსაც კი არ პასუხობენ. აბა, სხაგავარად როგორ იქნებოდა...