მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ლუიშ ფიგუ უკვე ოთხი შვილის მამაა, გართობისათვის ყოველთვის იცლის და როგორც თვითონ ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ფეხბურთისაგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭიროს.
ამჟამად მილანში მცხოვრები ფიგუ ფეხბურთისაგან განდგომის სურვილს იმით ხსნის, რომ ახლა ცხოვრებაში უდგას პერიოდი, როდესაც იმ სიამეებს უნდა ეზიაროს, რაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს ვერ დააგემოვნა. მაგალითად, ლუიშ ფიგუ და მისი მეუღლე ელენ სვედინია (რომელიც სხვათა შორის, ყოფილი პორნოვარსკვლავი გახლავთ) ხშირად დადიან ევროპის ცნობილ თეატრებში, ღამის კლუბებში, დისკოთეკებზე და ფეშენებელურ რესტორნებში.
ბოლო პერიოდში პორტუგალიელ ფეხბურთელს საკუთარ თავში დიდი გურმანიც აღმოუჩენია და მილანში გამართულ პიცის მცხობელთა საქველმოქმედო კონკურსშიც მიუღია მონაწილეობა. პიცის ცხობაში დახელოვნებულ იტალიელ მზარეულებს ფიგუ, აბა, რას აჯობებდა, მაგრამ კონკურსში მისმა მონაწილეობამ ამ ღონისძიების პოპულარობა დიდად რომ გაზარდა, ესეც ცხადია.