მდიდარი და გაფუფუნებული ევროპელებისაგან განსხვავებით, ლათინურ ამერიკაში ჯერ ისევ ფესვგადგმულია მრავალშვილიანობის შესანიშნავი ტრადიცია. ამის კიდევ ერთი დასტურია, ურუგვაელი ფეხბურთელი - ლუის სუარსი, რომელიც მომავალში 4 შვილის მამობას გეგმავს.
ლუისმა ცოლი ახლახანს მოიყვანა და ჯერ მხოლოდ ერთი შვილი, პატარა გოგონა, სახელად დელფონა ჰყავს. თუმცა, ურუგვაელი ფეხბურთელი პირობას დებს, რომ ოთხ შვილზე ნაკლები არ უნდა ჰყავდეს და ამის წინააღმდეგი არც მისი მეუღლე - სოფია ბალბი გახლავთ.
ამჟამად ინგლისურ ”ლივერპულში” მოთამაშე ლუის სუარესი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ჰყავთ ევროპაში ბევრი შვილები, მაშინ როდესაც ევროპაში უფრო კარგი ცხოვრებაა, ვიდრე იგივე ლათინურ ამერიკაში. თავად ლუისს ორი ძმა და ერთი და ჰყავს, რის გამოც თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.