მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ლუის გუსტავო კარიერას “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში განაგრძობს. Reuters-ის ცნობით, კლუბები 26 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
ცნობილი იყო, რომ “რეკორდმაისტერის” თავკაცი პეპ გვარდიოლა ლუის გუსტავოს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილავდა და მისი გაყიდვა სურდა. შესაბამისად, “ალიანს არენაზე” აღარც თავად სამხრეთამერიკელს დაედგომებოდა და კლუბის შეცვლას უპრობლემოდ დათანხმდა.
რამდენადაც ცნობილია, ბრაზილიელი ვოლფსბურგელებს 5-წლიან კონტრაქტზე მოურიგდა.