ფეხბურთი

12:30 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ფელიპე სკოლარი: “ნეიმარი მესის და რონალდუს არ ჩამოუვარდება”

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ლიდერი ნეიმარი, დონით პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებს გაუტოლდა.

“ბარსელონასა” და “სელტიკს” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნეიმარი გააკრიტიკა, რომელმაც სკოტ ბრაუნის გაძევების პროვოცირება მოახდინა.

“შესაძლოა, მოურინიოს ესმის, რომ ნეიმარი დონით კრიშტიანუსა და მესის გაუტოლდა, შეუძლია მის გუნდს პრობლემები შეუქმნას და მისი ასეთი შეფასებაც ამის ბრალია” - განუცხადა The Guardian-ს სკოლარიმ.

“სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, ნეიმარმა 17 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114893