ფეხბურთი

21:20 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “მეტოქეებს გავაოცებთ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გუნდის შეკრებისა და პირველი ვარჯიშის ჩატარების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ლუის სუარესზე, ჩავის მომავალზე, მეკარეებსა და გუნდის სათამაშო სქემაზე ისაუბრა.

“ფეხბურთელების ყიდვა სუპერმარკეტში წასვლა არაა. ეს ხანგრძლივი პროცესია.

რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი მყავს გუნდში, მით უფრო კმაყოფილი ვარ. მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო შეტევის ძირითადი ფეხბურთელები იქნებიან, მაგრამ ასევე დაგვჭირდებიან პედრო, რაფინია და დეულოფეუ. იდეალური იქნებოდა, თუ სუარესი სეზონის სტარტზე დაგვეხმარებოდა, მაგრამ როდესაც მას ვყიდულობდით, ვიცოდით რას ვაკეთებდით.

ჩავის მომავლის საკითხვი კვლავ ღიაა. მას უკვე ვესაუბრე. გადაწყვეტილება მისი მისაღებია.

რაც შეეხება მეკარეებს – დღეის მდგომარეობით, ნომერ პირველი მეკარე ხორდი მასიპი იქნებოდა, რომელსაც ჯერ კიდევ “ბარსა ბ”-დან ვიცნობ. თუმცა, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მივიღებ. მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს.

მომდევნო სეზონში რამდენიმე სქემას გამოვიყენებთ. არაპროგნოზირებადი გუნდი ვიქნებით და მეტოქეებს გავაოცებთ. აუცილებელია დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და ეს სანახაობრივი ფეხბურთით გავაკეთოთ.” – აცხადებს ლუის ენრიკე.

0.123067