ფეხბურთი

15:36 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე კუადრადოს ელის

კატალონიის “ბარსელონას” თავკაც ლუის ენრიკეს იმედი აქვს, რომ კლუბი ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველ ხუან კუადრადოს მიმდინარე სატრანსფერო სეზონშივე შეიძენს. ამის შესახებ კატალონიური მედია იუწყება.

ჯერჯერობით, კლუბებს შორის მოლაპარაკება ჩიხშია შესული. ფლორენციელები კოლუმბიელის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს ითხოვენ, კატალონიელები კი, ფასის დაწევაზე მუშაობენ. “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი კუადრადოს დანიელ ალვესის პოზიციაზე განიხილავს.

დიდი ალბათობით, ალვესი “კამპ ნოუს” მიმდინარე სატრანსფერო სეზონში დაემშვიდობება.

 

0.113239