თამაშგარე

10:30 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუდი, მკერდი და სხეულის ფორმები

 

ლუდის სმა რომ ქალის მკერდს ზომაში ზრდის - ეს ცნობილი ამბავია და უკვე ბევრი ქალბატონი მიმართვას მკერდის გადიდების ”ლუდოთერაპიას“. თუმცა, ლუდი ადამიანის სხეულის ფორმებსაც ამრგვალებს და კანს სიმკვრივეს უკარგავს, რაც სპორტსმენისათვის რბილად რომ ვთქვათ არასასურველია.

რუსი ჩოგბურთელთა ექიმი, ტატიანა გლუხოვა ამბობს, რომ თავის პაციენტ ჩოგბურთელ გოგონებს განსაკუთრებით ლუდის სმას უკრძალავს, თუმცა იმის გამო, რომ ლუდი მკერდს ზრდის, მას ბევრი არ უჯერებს და ლუდს ისე კოხტად არახრახებენ – თქვენი მოწონებული.

ქალბატონი ტატიანა ამბობს, რომ, ლუდის მსმელს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ სპორტულ წარმატებას მიაღწევს, რადგან ეს სასმელი ძალიან ცუდად მოქმედებს სპორტსმენის სუნთქვაზე და სხეულის ფორმებზე (ასუქებს). თუმცა, მისი შეგონებანი სამწუხაროდ ბევრს არ ესმის.

0.218943