ფეხბურთი

22:47 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო: “პეტკოვიჩთან არაფერი დამიშავებია”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო აცხადებს, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმირ პეტკოვიჩთან ურთიერთობაში მას არაფერი დაუშავებია და მხარეებს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ბოსნიელი სპეციალისტის ბრალია.

“ლაციომ” პეტკოვიჩი ცოტა ხნის წინათ დაითხოვა. ამის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ ბოსნიელი შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს კლუბისგან მალულად აწარმოებდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პეტკოვიჩი სასამრთლოში ჩივილს და კომპენსაციის მიღებას აპირებს.

“ხალხის უკეთ გაცნობას ვერასდროს შეწყვეტ. როდესაც მწვრთნელის შეცვლას მირჩევდნენ იმ მიზეზით, რომ ის შვეიცარიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, პეტკოვიჩი მეუბნებოდა, რომ ეს მხოლოდ პრესის მიერ გავრცელებული ჭორია. რატომ არ უნდა დამეჯერებინა მთავარი მწვეთნელისთვის? მაშინ, მისი თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიგე ისეთი რაღაცეები, რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი.

მიმაჩნია, რომ პეტკოვიჩთან არაფერი დამიშავებია, რადგან მას მხარს რთულ პერიოდში ვუჭერდი. მწვრთნელს კონტრაქტის გაგრძელებაც შევთავაზე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მან უარი გვითხრა.

მწვრთნელი გუნდის ერთ-ერთი რიგითი წევრი არაა. მას მე მთელს გუნდს ვანდობ. სამსახურიდან არასდროს არავინ გამიშვია. დავიდე ბალარდინიმ, დელიო როსიმ და ედოარდო რეიამ წასვლა თავად ისურვეს.” – ციტირებს ლოტიტოს სიტყვებს Football Italia.

0.117956