ფეხბურთი

18:34 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო “ლაციოს” გაყიდვას არ აპირებს

“ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო აცხადებს, რომ გულშემატკივართა პროტესტის მიუხედავად, ის რომაული კლუბის გაყიდვას არ აპირებს.

ევროპის ლიგაზე, “ლუდოგორეცთან” საკუთარ კედლებში წაგების (0:1) შემდეგ, “ლაციოს” გულშემატკივართა ნაწილმა ლოტიტოს საპროტესტო აქცია მოუწყო და პრეზიდენტისგან კლუბის გაყიდვა მოითხოვა.

“კლუბის გაყიდვისკენ მომიწოდებენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამას არ ვაპირებ. კლუბს მხოლოდ ჩემს ვაჟს დავუტოვებ.

2004 წელს, “ლაციოში” 150 მილიონ ევროზე მეტი ჩავდე და მის გაყიდვას არ ვაპირებ.

დღეს, “ლაციოს” აქვს თავისი ტელე და რადიო არხები, გავარემონტეთ ბაზა, საფეხბურთო აკადემიებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს, იტალიის 2 თასი და სუპერთასი მოვიგეთ. ჩვენ კლუბის ისტორიას ვწერთ.” – აცხადებს კლაუდიო ლოტიტო.

0.117012