რომის “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში ის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გაათავისუფლებს.
“ჩვენს გუნდს შოკი სჭირდება. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც უახლოეს საათებში უნდა გავაკეთო.
პეტკოვიჩს შევხვდები. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი გზით სიარულის გაგრძელებას არ ვაპირებთ. არ მინდა, ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის განვახორციელო, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. “ლაციოს” ცვლილებები სჭირდება.
მომავალი? რამდენიმე სპეციალისტზე ვფიქრობ. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ.” – ციტირებს პეტკოვიჩის სიტყვებს Sky Italia.
ბოლო დროს ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, “ლაციო” მე-10 ადგილზე იმყოფება და რომაელები ევროპის ლიგის ზონას უკვე 11 ქულით ჩამორჩებიან.