ფეხბურთი

20:10 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო: “იძულებულნი ვიყავით ერნანესი გაგვეყიდა”

“ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ერნანესის “ინტერში” გადასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ფეხბურთელის გაყიდვის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

“ერნანესთან და მის აგენტთან, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებების გამართვა გვინდოდა, მაგრამ მათ ეს არ სურდათ. ამიტომ, იძულებულნი ვიყავით ფეხბურთელი გაგვეყიდა, რათა ის უფასოდ არ გაგვეშვა. რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ კლუბის ბიუჯეტისთვის ეს აუცილებელი იყო. 20 მილიონი ევრო კარგი ფულია.” – აცხადებს ლოტიტო.

0.110792