საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” მეკარემ, უგო ლორისმა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
ბოლო დროს, ბევრი იწერებოდა ფრანგი მეკარის “ტოტენჰემიდან” წასვლის შესახებ. არსებულ ჭორებს ისიც დაემატა, რომ ლონდონელები პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდნენ და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შანსი დაკარგეს.
ყველაფრის მიუხედავად, ლორისმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
27 წლის მეკარე “ტოტენჰემში” 2012 წლიდან ირიცხება.
ლევან გოგოტიშვილი