ფეხბურთი

12:37 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას ოფი-ს ამბიციურობა მოსწონს

გიორგი ლორიამ, რომელმაც ოფი-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ინტერნეტპორტალ samolis.blogspot.gr-სთან საუბარში განაცხადა, რომ საბერძნეთში გადასვლის დროს, გადამწყვეტი როლი გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ფაქტორმა შეასრულა.

“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან ოფი-ში ვითამაშებ. ვხედავ, რომ ამბიციური გუნდია და ეს ძალიან მომწონს. ყოველი სეზონის დაწყების წინ, “დინამოში” ჩვენი მიზანი ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მოგება იყო. როდესაც შევიტყვე, რომ ოფი-ს მთავარ მწვრთნელად გატუზო მუშაობდა, ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ძალიან სასიამოვნოა იმუშავო ადამიანთან, რომელმაც ფეხბურთში თავისი ისტორია შექმნა” –თქვა ლორიამ.

კითხვაზე თუ რა იქნება მის კარიერში ყველაზე რთული პერიოდი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 28 წლის მეკარემ შემდეგი უპასუხა:

“ვფიქრობ, ოფი-სთან შეგუება შესაძლოა, ყველაზე რთული პერიოდი იყოს”.

0.111609