ფეხბურთი

1:14 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას დებიუტი, ოქრიაშვილის ფრე

 

გიორგი ლორიას დებიუტი ჰქონდა ოფი-ში. ჯენარო გატუზოს გუნდმა 0:0 ითამაშა ბერძნულ "პლატანიასთან" და საქართველოს ნაკრების მეკარემ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე. ერთ მომენტში ლორიამ მასთან პირისპირ გასულ ფორვარდს არ გაატანინა – ეს ბერძნული პრესის ცნობით.   

ბელგიის მეოთხე ტურშიც ვერ მოიგო "გენკმა", რომლმაც გასვლაზე 1:1 ითამაშა "კორტრაიკთან" და მე-14 ადგილზეა. ლუკა ზარანდიას მუხლი აწუხებს და კვლავაც არ უთამაშია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 78 წუთი გაატარა მინდორზე. ოქრიაშვილი აქტიური იყო, თუმცა გოლი არ მიუთვლია.

საფრანგთში ლუკა კიკაბიძის დებიუტი გადაიდო. "ბასტიას" 19 წლის ქართველი ნახვარმცველი განაცხადში იყო პსჟ-სთან გასვლით მატჩისთვის, თუმცა მწვრთნელმა კლოდ მაკელელემ მინდორზე არ შეიყვანა. პსჟ-მ 2:0 მოიგო ლუკას მოურასა და ედინსონ კავანის გოლებით.

პორტუგალიის ჩემპიონატი დაიწყო და "ჟილ ვისენტემ" შინ 1:3 წააგო "გიმარაეშთან". მასპინძელთა ქართვლ ნახევარმცველს არ უთამაშია – სათადარიგო იყო.

0.126176