საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-5 ტურში, კრეტას ოფი, რომელშიც მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ირიცხებიან, სტუმრად პაოკ-თან 0:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა კვლავ ორი ტაიმი შეუცვლელად ჩაატარა. სჩანს, მერებაშვილს სავიზო პრობლემები ჯერ არ მოუგვარებია და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იყო.
ოფი-ს 6 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-11 ადგილზეა.
“ბასტია” სტუმრად “ლილთან” 0:1 დამარცხდა. 19 წლის მცველი ლუკა კიკაბიძე “ბასტიას” განაცხადში არ იყო. “ბასტია” 7 ქულით 20 გუნდში მეთექვსვმეტეა.