ფეხბურთი

17:58 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორია დაბრუნდა

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ “დინამოს” პრესამსახური იუწყება.

თურქეთში შეკრებაზე ყოფნის დროს, ლორიამ მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და მკურნალობდა. მან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში, რუსთავის “მეტალურგთან” პირველი მატჩი გამოტოვა, მაგრამ ახლა უკვე მწყობრშია.

 

ფოტო fcdinamo.ge

0.111686