ფეხბურთი

14:02 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლორენტეს წარმატების იმედი აქვს

 

,,იუვენტუსის’’ ბასკმა ცენტრფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ “რეალთან”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი შეხვედრის წინ კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა. მისი აზრით, “რეალთან” თამაში იქნება ძალიან რთული, თუმცა მადრიდიდან ქულების წამოღება შესაძლებელია.

“ვფიქრობ ძალიან რთული შეხვედრა იქნება. იმედი მაქვს გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინოთ. “ბერნაბეუზე’’ ადრეც მითამაშია და ორჯერ გოლის გატანაც მოვახერხე. როდესაც გასახდელიდან გამოდიხარ და მინდორზე გადიხარ, სტადიონზე საოცარი გარემოა. ეს არენა ყველა სხვა სარბიელისგან განსხვავდება, სადაც კი მითამაშია’’, _ განაცხადა ლორენტემ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსი’’ “რეალს’’ ოთხშაბათს დაუპირისპირდება. სადღეისოდ ტურინულ კლუბს 2 მატჩში 2 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილზე იმყოფება.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.110239