“ბრუკლინ ნეთსის” ცენტრის ბრუკ ლოპესის ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა. აღნიშნულის შესახებ The New York Daily News იუწყება. შეგახსენებთ, რომ ბრუკლინელთა ერთ-ერთმა ლიდერმა მარჯვენა ქუსლის მე-5 მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა 20 დეკემბერს მიიღო და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. “ნეთსის” გენერალური მენეჯერის ბილი კინგის განცხადებით, ლოპესის საქმეში დაბრუნება სეზონთშორის პერიოდში იგეგმება.